რამდენი დღით დაისვენებენ მოსწავლეეები

2018-04-05 11:53:30

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, რუსთავის საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესი რამდენიმე დღით შეჩერდება.

საბავშვო ბაღებში დასვენებისთვის მხოლოდ 2 დღე განისაზღვრა. როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის ბაგა ბაღების სააგენტოში განუცხადეს, სააღმზრდელო პროცესი 6-დან 9 აპრილის ჩათვლით შეწყდება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სასწავლო პროცესს სამშაბათს განაახლებენ.

რაც შეეხება რუსთავის საჯარო სკოლებს, სკოლები წითელ პარასკევს, დიდ შაბათს, აღდგომის დღესასწაულს და მომდევნო ორშაბათს დაისვენებენ - ანუ სააღდგომო არდადეგები სკოლებში იქნება 6-9 აპრილს და 10-ში კი სწავლა დაიწყება.