ფალსიფიცირებული სასმელი [video]

2018-04-05 11:11:36

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის დამზადება - გასაღების და ყალბი აქციზური მარკების გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის რეგიონში, ბრალდებული, ყალბი აქციზური მარკებით ნიშანდებული, კუსტარულად დამზადებული ფალსიფიცირებული  ალკოჰოლური სასმელის - ვისკი „ჯეკ დენიელსის“ რეალიზაციას ახდენდა. ნახეთ ვიდეო.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ყალბი აქციზური მარკებით ნიშანდებული 87 ბოთლი ვისკი და 93 ერთეული ყალბი აქციზური მარკა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის და მე - 200 პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.