გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 აპრილს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +16, +21 გრადუსამდე მოიმატებს. შიდა ქართლში ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა -3 გრადუსამდე დაეცეს. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება, ღამით კი +2, +4 გრადუსამდე დაიკლებს.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 5 აპრილი +16°C, 6 აპრილი +17°C, 7 აპრილი +18°C, 8 აპრილი +20°C, 9 აპრილი +19°C.