საჯარო უწყებებს შავი ფერის ავტომობილების ყიდვა აეკრაძალათ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 მარტის დადგენილებით, ყველა საჯარო დაწესებულებას შავი ფერის ავტომობილების ყიდვა აეკრძალა. აღნიშნული პუნქტი 2014 წლის 5 თებერვლის დადგენილების დანართს პრეამბულის სახით დაემატა.
დამატების თანახმად, "შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა".
„სახელმწიფო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაცის და სამსახურეობრივი ავტომანქანების შესყიდვის წესის“ თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე ნორმატიული აქტი დადგენილებით განსაზღვრული წესისა და პრინციპების შესაბამისად უნდა მიიღონ.