რა სანქციებია იერსახის დამახინჯებაზე [photo]

2018-04-01 19:36:24

წარწერები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, რომლისთვისაც არავინ დასჯილა. როგორია ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ რუსთაველების მგრძნობელობა ეს იმ ფოტოებშიც ჩანს, რომელიც ინფო რუსთავის არქივში ინახება.

რუსთავის იერსახის დამახინჯება დასჯადია. თუმცა როგორც ინფო რუსთავს ზედამხედველობის სამსახურში განუცხადეს დღემდე ფაქტთან დაკავშირებით არავინ დასჯილა, რადგან იმ პირის იდენთიფიცირება ვერ ხდება ვინც შენობა ნაგებობებზე წარწერებს ან სიმბოლიკებს ხატავს.

მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ იერსახის დამახინჯებად განიხილება სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, რაც გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი 1 000 ლარიან ჯარიმას. რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს აქ ჯარიმა 1000 ლარით განისაძღვრა. განმეორებითი ქმედების ჩადენისთვის კი პირს, 2000 ლარის გადახდა მოუწევს.

რაც შეეხება რუსთავის იერსახის თვითნებურ შეცვლას, მათ შორის, შენობა-ნაგებობის ფერის შეცვლაც იგულისხმება - გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კი 5000 ლარით.