ცენტრალურ ხიდზე მოძრაობა შეზღუდულია

2018-04-04 10:31:45

რუსთავში მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ, ცენტრალურ ხიდზე მოძრაობა შეზღუდულია. მიმდებარე ტერიტორიაზე ფილმის გადაღება მიმდინარეობს რის გამოც პერიმეტრის დროდადრო გადაკეტვა ხდება. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული და საავტომობილო მიმოსვლას არეგულირებს. ფილმის გადამღები ჯგუფის წარმომადგენლის თქმით ხიდზე მოძრაობა დღის ბოლომდე შეზღუდული იქნება.