მესხიშვილის ქუჩაზე სასწრაფო, სახანძრო, პოლიცია და სოკარის ავარიული სამსახურის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. არსებული ინფორმაციით ცეცხლი წყალგამაცხელებლის ბუნებრივი აირის მილს წაეკიდა. ბინაში მოზარდები იმყოფებოდნენ. ადგილზე მისულმა დახმარების ეკიპაჟებმა დროულად მოახდინეს ბუნებრივი აირის მილის გადაკეტვა და ცეცხლის ჩაქრობა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.