რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების მე-8 ფილიალში სარემონტო სამუშაოები ჩატარდება. განცხადება გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა გააკეთა -
"#8 ბაღი არის 4 ჯგუფიანი, 5-6 წლიანების ჯგუფი #16 სკოლაში სასკოლო მზაობის პროგრამას გაივლიან. რაც შეეხება ბაგას ჯგუფს, პატარები სასწავლო პროცესს #1 საბავშვო ბაღში გაივლიან. 3-4 და 4-5 ჯგუფები კი რუსთაველის 20 ნომერში არსებულ ერთ ერთ ობიექტში გააგრძელებენ სწავლას, შენობა კერძო პირის მფლობელობაშია და ჩვენ იჯარით ავიღეთ. ობიექტში მოეწყობა ინფრასტრუქტურა და შენობა ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვება."