მომდევნო 5 დღის ამინდის პროგნოზი

2018-04-03 11:41:09

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი, აღმოსავლეთ საქართველოში დღის მეორე ნახევრიდან და ღამის საათებში შესაძლებელია ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 4 აპრილს შედარებით გამოიგარებს, ნალექი ზოგან შეწყდება, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო - დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 3 აპრილი +16°C, 4 აპრილი +16°C, 5 აპრილი +15°C, 6 აპრილი +16°C, 7 აპრილი +19°C.