2018-04-02 23:07:10
ხანძარი კოსტავას გამზირზე. ცეცხლი სავარაუდოდ საცხოვრებელი ბინის საკვამურში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.