ლევან ბერძენიშვილი სკოლა "ლამპარში" [VIDEO]

2018-04-02 20:40:38

ზვიად გამსახურდიას სახელობის, დავით მენაფირეს სკოლა "ლამპარში" ქართველ ფილოლოგთან და პოლიტიკოსთან, ლევან ბერძენიშვილთან, შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები დაესწრნენ.

შეხვედრის მიმდინარეობისას ლევან ბერძენიშვილმა წიგნების კითხვის მნიშვნელობასა და ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემებზე ისაუბრა.

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ მსოფლიო ლიტერატურის სპეციალისტისთვის კითხვები თავადაც დაესვათ. 

"იყო ძალიან ნაყოფიერი და კარგი შეხვედრა, ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან ბევრ თემაზე, მათ შორის მხატვრული ლიტერატურის როლზე, თავისუფლებაზე, ქალების კვოტირებაზე, სტერეოტიპეზე, აქ ძალიან სერიოზული და კარგი ბავშვები დამხვდნენ, ძალიან ღრმა და საფუძვლიანი შეკითხვებით, აუდიტორიასთან კავშირი იყო ბრწყინვალე, მე მომწონს ეს სკოლა, ეს ბავშვები და ყოველთვის, როდესაც მაქვს საშუალება, მე მივდივარ ასეთ ხალხთან რომ ერთმანეთი გავამდიდროთ" - განაცხადა შეხვედრის დასასრულს ლევან ბერძენიშვილმა.

მოსწავლეებისთვის საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა სკოლა "ლამპარში" პერმანენტულად იმართება. ნახეთ ვიდეო

ავტორი: ირმა კურტანიძე