შემთხვევა მესხიშვილის ქუჩაზე

2018-04-02 19:26:12

მესხიშვილის ქუჩაზე გვიან ღამით სწრაფი კვების ობიექის გარე ფასადი დააზიანეს. თვითმხილველების ცნობით ახალგაზრდა მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შელაპარაკებისას ობიექტის მინა ჩაამსხვრია. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, პირი რომელმაც დანაშაული ჩაიდინა იდენტიფიცირებულია. მას დაზიანებული ქონების აღდგენა დაეკისრა.