პირველკლასელთა რეგისტრაციის თარიღი ცნობილია

2018-04-02 17:26:14

2018-2019 წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა. პირველ ეტაპზე რეგისტრაცია ხელმისაწვდომია იმ მოსწავლეებისთვის: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია, რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

რაც შეეხება მეორე ეტაპს და პირველკლასელთა ონლაინ რეგისტრაციის თარიღს, რეგისტრაცია 8 მაისს დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

მეორე ეტაპი გულისხმობს საყოველთაო ელექტრონულ რეგისტრაციას, შესაბამისად, შესაძლებელი იქნება ყველა იმ ბავშვის რეგისტრაცია, რომელიც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მესამე ეტაპის ვადებში, შესაძლებელია მეორე ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე მოსწავლეთა რეგისტრაცია, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2018 წლის 30 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მეორე ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2018 წლის 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.