აღდგომის დღესასწაულამდე რამდენიმე დღე რჩება, შესაბამისად, სავაჭრო ობიექტებსა და ბაზრობაზე სააღდგომო ნობათი მომრავლდა. რუსთავში სხვადასხვა მაღაზიასა და ბაზრზე წინასააღდგომოდ კვერცხის ფასი 28 თეთრიდან იწყება. ერთი 10-ცალიანი კვერცხის შეკვრის ღირებულება კი 3 ლარია.
რაც შეეხება კვერცხის შესაღებ მასალას, ერთი შეკვრა ენდროსა და ხელოვნური საღებავის ფასი 1 ლარია.
სააღდგომო პასკების ფასი 1.10 ლარიდან იწყება და მისი ღირებულება ზომისა და შემადგენლობის მიხედვით იცვლება.
ბაზარში მზა ჯეჯილიც იყდება და მისი ფასი შარშანდელის მსგავსად 1.50 ლარიდან 2 ლარამდე მერყეობს.
შეგახსენებთ, მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წელს 8 აპრილს აღნიშნავს.
ავტორი: ირმა კურტანიძე