"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, პარტია "ქართული ოცნების" რუსთავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობას, სავარაუდოდ, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა დაიკავებს.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დღეს 13:00 საათზე საქალაქო კონფერენციას რუსთავში გამართავს, რომელზეც საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ბიუროს წევრებს და ყრილობის დელეგატებს აირჩევენ.
რუსთავში დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პარტიის გენერალურ მდივანის, კახა კალაძეს და აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძეს ელოდებიან, რომებიც კომფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ.