მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-04-02 10:50:19

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +17, +22 გრადუსია მოსალოდნელი. 3 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა + 10, +15 გრადუსამდე დაიკლებს. 2 აპრილს თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს. 3 აპრილს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო - დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 2 აპრილი +18°C, 3 აპრილი +16°C, 4 აპრილი +14°C, 5 აპრილი +15°C.