ერთმანეთს 3 ავტომობილი დაეჯახა

2018-04-01 22:05:39

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე მოხდა. არსებული ინფორმაციით ერთმანეთს 3 ავტომობილი დაეჯახა, მათ შორის ერთი მიკროავტობუსია, რომელიც შეჯახების შემდეგ გადაყირავდა. როგორც "ინფო რუსთავმა" გაარკვია მიკრო-ავტობუსი არ ეკუთვნის კომპანია "ინტერტრანს". ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებულები უახლოეს საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მაგისტრალზე მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო, ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე საცობი აღარ არის.