ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა

2018-04-01 19:57:56

"ინფო რუსთავი"-ს ობიექტივში მარტის თვეში ქალაქის მასშტაბით 19 ავტოაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევის შედეგად  1 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო  28 დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევები ძირითადად ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოხდა. რუსთაველისა და ბათუმის ქუჩის კვეთაზე გასულ თვეში 3 ავარია დაფიქსირდა, რომლის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა ერთი კი გარდაიცვალა.

მარტის თვეში "ინფო რუსთავი"-ს ობიექტივში მეგობრობის გამზირზე 4 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხვდა, შედეგად  4 ადამიანი დაშავდა, რომელებიც სხვადასხვა სახის დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

2 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთაველისა და სუმგაით მეტალურგთა ქუჩების კვეთაზე, შედეგად 2 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

რაც შეეხება რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავარიებს: ჩვენი ინფორმაციით, 3 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, ამ შემთხვევაში 4 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

ავტოსაგზაო შემთხვევები მოხდა ასევე ჭავჭავაძეზე, თოდრიაზე, მესხიშვილზე, ვაჟა-ფშაველაზე,  ჭყონდიდელის დასახლებაში და #15 მიკრო-რაიონში.