მერიის წინ მოედანზე პატარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა. ბავშვების განწყობაზე უჯმას ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. ღონისძიების ფარგლებში, მხიარული სტარტებიც მოეწყო, რომელშიც პატარა მოხალისეები აქტიურად იყვნენ ჩართულები .
დასკვნით ღონისძიებას კი რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკმა უმასპინძლა, სადაც ვიზიტორებს გემოვნებიანი მუსიკა , კარაოკე და იუმორისტული ნომრები დახვდათ .
ღონისძიებები, რომელიც კამპანია ბუნების ელჩების ფარგლებში დაიგეგმა, ორგანიზება ამერიკულმა კუთხემ, როტარი კლუბი- რუსთავი საერთაშორისომ, მოსწავლეთა თვითმმართველობების გაერთიანებამ და რუსთავის მუნიციპალიტეტმა გაუწია. მედია პარტნიორი "ინფო რუსთავი" იყო