რუსთავის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ასკილში სააღდგომო თემატიკაზე შესრულებული მხატვრული ნამუშევრების და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ხელნაკეთი პროდუქციის დათვალიერება და შეძენა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო. ხელით შექმნილი ნამუშევრები რუსთაველ ხელოვანებს ეკუთვნით.
პროექტის პრიორიტეტია ახალგაზრდა, დამწყებ ხელოვანთა აღმოჩენა.
"აღმოვაჩინეთ ხელოვანები, რომლებმაც სააღდგომო თემატიკაზე აქსესუარები დაამზადეს, სასიხარულოა ასეთი ადამიანების აღმოჩენა და ღრმად გვწამს, რომ სწორედ ესენი იქნებიან შთაგონების წყარო იმ ადამიანებისთვის ვინც ქმნიან ხელოვნების შედევრებს და მათ ნამუშევრებს მზის შუქი ჯერ არ უნახავთ"- განაცხადა პროექტის "რუსთაველია და გავიცნოთ" იდეის ავტორმა მაია დალაქიშვილმა.
პროექტ "რუსთაველია და გავიცნოთ" ფარგლებში, სხვადასხვა სახის ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში გაიმართება.