მართვის მოწმობის შეცვლის ვადა ამოიწურა

2018-04-01 15:00:32

მძღოლებს, რომლებსაც მართვის მოწმობა 2006 წლის 1 აპრილამდე ქონდათ აღებული, დოკუმენტმა  იურიდიული ძალა 2018 წლის 1-ელ აპრილს დაკარგა.

მათ ვინც დოკუმენტის შეცვლა ვერ მოახერხეს,  ტრანსპორტის მართვის უფლება ეკრძალებათ, თუმცა მართვის მოწმობის გამოცვლას განმეორებითი გამოცდების ჩაბარების გარეშე ნებისმიერ დროს შეძლებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, თუ მართვის მოწმობა 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე აიღეთ, მას მოქმედების იურიდიული ძალა 2028 წლის 1 სექტემბრამდე შეუნარჩუნდება, შემდეგ კი განახლება მოგიწევთ.

2014 წლიდან დაბეჭდილ მართვის მოწმობებში კი მოქმედების კონკრეტული ვადა იწერება, რომლის ამოწურვის შემდეგ დოკუმენტი უნდა განაახლოთ.