რას იღებენ რუსთავში [video]

2018-03-31 22:58:37

რუსთავში, ბარათაშვილის ქუჩაზე ფილმის გადაღება მიმდინარეობს. ინდოელმა რეჟისორმა გოკალმა ფილმი სახელწოდებით junga-ს გადაღება რუსთავის ქუჩებში დაიწყო. „ინფო რუსთავთან“ საუბრისას რეჟისორმა აღნიშნა, რომ ფილმზე მუშაობა ინდოეთში დაიწყო, ხოლო რამდენიმე ეპიზოდის გადაღებას რუსთავში განაგრძობს. მას ძალიან მოსწონს ქალაქი და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა გადაღებები ბარათაშვილის ქუჩაზე განეგრძო. ნახეთ როგორ იღებენ მძაფრსიუჟეტიან ფილმს რუსთავის ქუჩებში.