რუსთავი-გარდაბნის გზაზე ბოლო პერიოდში არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რომელიც ფატალური შედეგით დასრულდა. ერთ ერთი ასეთი შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა სადაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 წლის ბიჭი გარდაიცვალა. მსხვერპლით დასრულდა ასევე ავტოსაგზაო შემთხვევა 17 მარტს რუსთავი-გარდაბნის გზაზე, კონკრეტულად კი სოფელ ბირლიკთან. ავარიის შედეგად 30 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
"ინფო რუსთავთან" ადგილობრივები აცხადებენ, რომ გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები მოუწესრიგებელი საგზაო ინფრატრუქტურის ბრალია, მონაკვეთზე სადაც დატვირთული მოძრაობაა დიდი ორმოებია და სწორედ ესაა ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზიც. ინფო რუსთავმა ის ორმოები გადაიღო, რის გამოც როგორც ადგილობრივები ყვებიან ავარიები ხდება, ორმოები ქვებით ამოვსებული დაგვხვდა.