1 აპრილს დაგეგმილი ღონისძიებები

2018-03-31 17:56:41

კამპანია ბუნების ელჩების ფარგლებში, რუსთავში პირველ აპრილს  სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები ჩატარდება . სპორტული აქტივობაა დაგეგმილი რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში. დილის 10:00 საათზე პარკში ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში მომზადებული პროექტის "ტივ-ტივ მუღამის" სატესტო აქცია ჩატარდება.

ღონისძიების ფარგლებში შესაძლებელი იქნება ისწავლოთ თევზაობა პროფესიონალი მეთევზე ინსტრუქტორებისგან და მიიღოთ მონაწილეობა შეჯიბრში. აქტივობაში ჩართვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია .

15:30 საათზე ველო მარათონი გაიმართება . მსველელობა ქალაქის შემოსასვლელიდან დაიწყება.

დღის 16:00 საათზე  მერიის წინ მოედანზე გასართობი აქტივობა პატარებისთვისაც მოეწყობა, სადაც მათ განწყობაზე სხვადასხვა ზღაპრის გმირები იზრუნებენ. პატარებს  მხიარული სტარტებიც ელოდებათ. ბავშვებს საშუალება ექნებათ ქვაფენილიც მოხატონ .

საღამოს 19:00 საათზე კულტურისა და დასვენების პარკში სტუმრებს მუსიკა, კარაოკე, იუმორისტული ნომრები და ბევრი სიურპრიზი ელოდებათ .

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ამერიკული კუთხე, როტარი კლუბი- რუსთავი საერთაშორისო, მოსწავლეთა თვითმმართველობების გაერთიანება და რუსთავის მუნიციპალიტეტი. მედია პარტნიორი "ინფო რუსთავი“