პროგრამა ქვემო ქართლში და კახეთში ხორციელდება

2018-03-31 17:23:55

სასტუმრო თბილისი მარიოტში საქართველ-აზერბაიჯანის გამარჯვებული პროექტების წარმომადგენლები პროგრამის საზეიმო გახსნას დაესწრნენ. ევროკავშირმა 6 ტრანსასაზღვრო პროექტის განსახორციელებლად  1.35 მილიონი ევრო დახარჯა. საქართველო-აზერბაიჯანის პროგრამის პროექტები მიმართულია რეგიონული განვითარების და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გასაძლიერებლად ადგილობრივი თემების ცხოვრების დონის გაუმჯობესების, გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარების, ახალგაზრდების დასაქმების და ტურიზმის განვითარების მიზნით. საქართველოში პროგრამა ქვემო ქართლში და კახეთში ხორციელდება, პროქტების უმეტესობა 4 - 6 დაფინანსებულიდან, ქვემო ქართლის რეგიონშია - რუსთავი, მარნეული, გარდაბანი და კოდა. კოდაში დაფინანსებული ინიციატივა ტურისტულ ბაზარზე ადგილობრივი მცირე ბიზნესების ხელშეწყობას გულისხმობს, მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში კოდის დევნილთა დასახლებაც იქნება ჩართული.

რუსთავში დაგეგმილი პროექტი ახალგაზდებისთვის სტარტაპების და მცირე მეწარმოების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული, ტრენინგებში და სემინარებში მონაწილეობის გარდა, მათ პროგრამის ბოლომდე აზრბაიჯანელ კოლეგებთან თანამშრომლობის გრძელვადიანი გეგმაც უნდა მიიღონ.

"ახალი პროექტების განხორციელების დაწყებით ევროკავშირს შემოაქვს უკვე გამოცდილი წარტმატებული თანამშრომლობის მოდელი საქართვველოს-აზერბაიჯანის მოსაზღვრე ტერიტორიებზე. შერჩეული ინიციატივები ეხმიანება ევროკავშირის ინტეგრაციის ძირეულ იდეას: სხვადასხვა ქვეყნის ხალხების დაახლოება კონკრეტული საერთო მიზნისთვის სწრაფვა ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად" - დომინიკ პაპენჰაიმი ევოკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი საქართველოში.

"სიამოვნებით ვაცხადებთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტრანსსასაზღვრო პროექტების განხორციელების დაწყებას. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესები დაეხმარება კეთილმეზობლური კონტაქტების გაფართოებას და გაძლიერებას აზერბაიჯანის და საქართველოს მოსაზღვრე რეგიონებს შორის" –აღნიშნა ნატალია ალხაზიშვილმა  EaPTC მმართველი ჯგუფის ხელმძღვანელმა.

"დიდი მადლობა ყველა პარტნიორს მათი უდიდესი წვლილისათვის ამ საქმეში. პირველად საქართვველოს და აზერბაიჯანის ადგილობრივი თემები ერთად იმუშავებენ საერთო მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებისათვის. იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტები წარმატებული იქნება, გუნდები შეიძენენ უნიკალურ გამოცდილებას და მაგალითს მისცემენ სხვა თემებს და მუნიციპალიტეტებს ჩაერთონ მსგავს კოოპერაციაში საზღვის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობისათვის"- ერიკას იანკაუსკასი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, EaPTC  მხარდამჭერი პროგრამა.