მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-03-30 23:53:38

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. დასავლეთ საქრთველოში ტემპერატურა 4 – 5 გრადუსით მოიმატებს. თბილისში შესაძლოა წვიმა აღინიშნოს. იქროლებს ჩრდილო - დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 31 მარტი +14°C, 1 აპრილი +15°C, 2 აპრილი +18°C, 3 აპრილი +17°C.