რუსთავში, XII მიკრო-რაიონში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია 3-მა პირმა მიიღო. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მოწამლულებს ექიმებმა ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება, თუმცა პრევენციის მიზნით მათი გადაყვანა საავადმყოფოში მაინც მოხერხდა. არსებული ინფორმაციით co-თი ინტოქსიკაცია ასევე მიიღო 4 თვის ჩვილმა, პატარა, ბავშვთა საავადმყოფოში, ხოლო უფროსები ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილური იყო, პაციენტები ბინაზე გაეწერნენ.