პრემიერა რუსთავის თეატრში [photo]

2018-03-30 23:05:12

ზღაპარი უფროსებისთვის, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრში სპექტაკლის "დრაკონი" პრემიერა გაიმართა. რეჟისორმა გიორგი ქანთარიამ ევგენი შვარცის პოლიტიკური ზღაპარი სცენაზე გადაიტანა. სიუჟეტი ვითარდება ქალაქში, რომელსაც ოთხასი წელია დრაკონი პატრონობს, სადაც მოხეტიალე რაინდი ჩადის, მოქალაქეების წინააღმდეგობის მიუხედავად, რაინდი დრაკონს ბრძოლაში იწვევს და ამარცხებს, მაგრამ ხალხი ისეა შეჩვეული დრაკონის მმართველობას, რომ ქვეყნის სადავეებს ისევ დრაკონის დროინდელ ბურგომისტრს აძლევს. რაინდი ბრძოლის შემდეგ დაკარგულია, ხოლ ბურგომისტრი მის გმირობებს თვითონ მიიწერს და თავს ქალაქის ხელმძღვანელად აცხადებს. ნაცნობი თემა ნაცნობი ისტორიით, სხვის მიერ მოგებულ ომზე გაჩაღებული ზეიმი და წართმეული პატივი.

სპექტაკლში მონაწილეობენ: ვალერი კობერიძე, ნუკრი არჩვაძე, ალბერტ ილარიონი, ნიკა ჩხაიძე, რევაზ კოღოშვილი, სპარტაკ კიკნაძე, სოფიო ჩხიტუნიძე, თამარ კანდელაკი, ნათია მელაძე, თამთა თათარაშვილი, მაია გელიაშვილი, თეონა ხვედელიძე.

პრემიერას რეგიონის და ქალაქის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.