პაციენტები სულ უფრო ხშირად ჩივიან, რომ ექიმები მათ ძვირადღირებულ მედიკამენტრებს უწერენ, პრობლემატურია, ასევე, იმაზე მეტი წამლის გამოწერის საკითხიც, ვიდრე მათ რეალურად სჭირდებათ სამკურნალოდ. "ინფო რუსთავი" დაინტერესდა შედის თუ არა ექიმის ინტერესებში კონკრეტული პრეპარატის გამოწერა.
ჩვენი რესპონდენტი ნ.კ. (იდენტიფიცირებას მისი სურვილით არ ვახდენთ) ამბობს, რომ ექიმი ძვირადღირებულ მედიკამენტებს უწერდა და კონკრეტულ სააფთიაქო ქსელში გზავნიდა - " 220 ლარის წამალი შევიძინე ზუსტად იმ აფთიაქში, რომელშიც ჩემმა გინეკოლოგმა გამგზავნა. წამლები რომ ვიყიდე, ამავე აფთიაქში ექიმის სახელი და გვარი ჩაიწერეს და ძალიან საეჭვოდ მომეჩვენა."-აღნიშნავს ნ.კ.
ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ არსებობენ ექიმები, რომლებიც კონკრეტულ ფარმაცევტულ კომპანიასთან თანამშრომლობენ და თუ ექიმი რომელიმე ფარმაცევტული კომპანიის მედიკამენტს გამოწერს, შესაძლოა მან დამატებითი მატერიალური ან არამატერიალური სარგებელი მიიღოს.