რა ფოტოები გავრცელდა სოც. ქსელში

2018-03-30 17:46:29

კომპანია "ინტერტრანსი" საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც მედიაში შემდეგი სათაურით გავრცელდა „რაზე სხედან თბილისი- რუსთავის სამარშრუტო ტაქსიში მგზავრები"- ჰედლაინს თან ერთვის ფოტოები რომელშიც  ჩანს რომ მგზავრი არასამგზავრო სავარძელზე ზის.

"ფოტოები, რომელიც ონლაინ მედიაში გავრცელდა, კომპანია ინტერტრანსის საკუთრებაში არსებულ მიკროავტობუსში არ არის გადაღებული. მოუწოდებ საინფორმაციო საშუალებებს, დაუსაბუთებელი და გადაუმოწმებელი ფაქტების გავრცელებისგან თავი შეიკავონ"- განაცხადა სატრანსპორტო კომპანია ინტერტრანსის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა სოფო ცერცვაძემ.