ირაკლი ტაბაღუა #1 საბავშვო ბაღს ესტუმრა

2018-03-30 12:30:18

რუსთავის მერი საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების #1 ფილიალს ესტუმრა. ირაკლი ტაბაღუა სააღმზრდელო პროცესს გაეცნო და პატარებს მირიან მეფსა და ნანა დედოფალზე ესაუბრა, რომლებიც IV საუკუნეში ცხოვრობდნენ.

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბაღში რამდენიმე ძირი ბზის ნერგიც დარგო, პროცესში ბაღის აღსაზრდელებთან ერთად ქალაქის პირველი პირიც მონაწილეობდა. მოგვიანებით პატარებმა რუსთავის მერს ღონისძიება წარუდგინეს, რომელიც სპეციალურად დღევანდელი დღისთვის დაიგეგმა.