მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა

2018-03-28 22:50:27

გვიან ღამით რუსთავში, კლდიაშვილის ქუჩაზე მცირე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით "ოპელი"-ს მარკის მძღოლმა მეგობრობის გამზირი დიდი სისწრაფით გადმოკვეთა და კლდიაშვილის ქუჩაზე განაგრძო მოძრაობა. მას პატრული აედევნა და ავტომობილის გაჩერება მოსთხოვა. მძღოლმა მუხრუჭს დააჭირა თუმცა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურზე ავარდა. საპატრულო პოლიციამ მძღოლი გადაამოწმა, აღმოჩნდა რომ ის ფხიზელი მართავდა საჭეს, თუმცა შესაბამისი დარღვევის გამო საჯარიმო ქვითარი მაინც გამოუწერა.