საცობი რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე

2018-03-29 17:06:43

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე საცობია. მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა, რომელიც რესტორან მარაბდას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ერთმანეთს სამი ავტომობილი დაეჯახა. მგზავრებს ნახევარი საათია საცობში უწევთ ყოფნა. დეტალებს ინფო რუსთავი აზუსტებს.