ქალაქის მასშტაბით მოძველებული გარე განათების სანათების ახლით ჩანაცვლება ხდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მიმდინარეობს, რომელსაც რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლები აწარმოებენ.
"სანათები მოძველებულია, რის გამოც ექსპლუატაციის ხარჯი იზრდება, ამიტომ აუცილებელია ძველი სანათების ახლით შეცვლა. ქალაქის მასშტაბით ე.წ ლედ სანათები მონტაჟდება, რითაც ელექტროენერგიის გადასახადი დაიზოგება" - განაცხადა "რუსთავსერვის ცენტრი"-ს ხელმძღვანელმა ბადრი მოდებაძემ ინფო რუსთავთან.