როგორია 9 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა

2018-03-29 12:18:56

რუსთავის მე-11 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეს, რომელსაც ვირუსული ენცეფალიტი დაუდგინდა ამ დრომდე ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში რჩება. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში ინფო რუსთავს განუცხადეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე მოზარდი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მკურნალობის კურსს გადის. მედიკოსები ვერ აკონკრეტებენ კიდევ რამდენი ხანი  დარჩება 9 წლის ბიჭი ბავშვთა კლინიკაში.