საქართველოს პროფკავშირების ინფორმაციით, რუსთავის აზოტს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის თანამდებობაზე აღდგენა და მისთვის იძულებითი მოცდენის ანაზღაურება მოუწევს, რაც ამ მომენტისთვის 500 000 ლარამდეა.
"ინფო რუსთავი" საკითხთან დაკავშირებით აზოტის ქარხნის დირექტორს ლევან ბურდილაძეს დაუკავშირდა.
"ყოველგვარ იურიდიულ საფუძველს არის მოკლებული ეს გადაწყვეტილება და აუცილებლად გავასაჩივრებთ ზემდგომ ინსტანციებში" - განაცხადა ლევან ბურდილაძემ ინფო რუსთავთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 28 მარტს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა აზოტიდან გათავისუფლებული თანმაშრომლების სარჩელი სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ.