ავარიას 18 წლის მამაკაცი ემსხვერპლა [VIDEO]

2018-03-28 17:20:25

რუსთავი-გარდაბნის გზაზე, სოფელ ბირლიკის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად 18 წლის ბიჭი დაიღუპა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, BMW მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს მაშინ დაეჯახა, როდესაც გზაზე გადადიოდა. 18 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ნახეთ ვიდეო.


ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე 17 მარტს კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, ადგილობრივები აცხადებენ, რომ გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურის ბრალია.