"Tbilisi Open Air-მა" გამოაქვეყნა იმ მომღერლების სია, რომლებიც 2018 წელს საქართველოში ჩამოვლენ. კონცერტების ჩატარების თარიღად 22-24 ივნისი შეირჩა, ხოლო ადგილმდებარეობად - Lisi Wonderland.
მუსიკალური ფესტივალი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და სცენაზე 70-ზე მეტი შემსრულებელი გამოვა. მთავარი შემსრულებლები იქნებიან: 22 ივნისი - კაიაკატა; 23 ივნისი - როუშინ მერფი; 24 ივნისი - ტომ ოდელი.
28 მარტიდან 16 აპრილის ჩათვლით, კონცერტის სამივე დღეს დასასწრებად, ბილეთის ფასი 110 ლარი იქნება და შეზღუდული რაოდენობით - 1500 გაიყიდება
ბილეთების საბოლოო ფასი კი - 170 ლარი იქნება.