პროფკავშირებმა აზოტს დავა მოუგო [video]

2018-03-28 13:58:39

სს "რუსთავის აზოტს" სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების თანამდებობაზე აღდგენა და მათთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოუწევს.  რუსთავის საქალაქო  სასამართლომ დააკმაყოფილა აზოტიდან გათავისუფლებული თანმაშრომლების სარჩელი სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ. ნახეთ ვიდეო.


საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება სასამართლოში "რუსთავის აზოტიდან" გათავისუფლებული 56  ადამიანის საქმეს აწარმოებდა, რომლებიც  სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლდნენ 2017 წლის 25 იანვარს.

შეგახსენებთ რომ 2017 წლის 25 იანვარს სს "რუსთავის აზოტის" ადმინისტრაციამ განახორციელა 330-ზე მეტი დასაქმებულის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება, რომელთაგანაც 56-მა გადაწყვიტა, სასამართლოს წესით ედავა კომპანიის წინააღმდეგ. პროცესი ერთ წელზე მეტი მიმდინარეობდა.