რუსთავში ყალბი აშშ დოლარები გაასაღეს [VIDEO]

2018-03-28 11:20:16

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის შენახვა - გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქალაქ რუსთავში, ჯამში 2 100 აშშ დოლარის ოდენობის 21 ერთეული ყალბი ასდოლარიანი  კუპიურა გაასაღა.

საქმეზე  მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან  7 წლამდე ვადით. ნახეთ ვიდეო.