როდის დაიწყება 2018 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია უცნობია. როგორც ინფო რუსთავს განათლების სამინისტროში განუცხადეს, რეგისტრაციის დაწყების შესახებ სპეციალური ბრიფინგი უწყებაში გაიმართება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი ონლაინრეგისტრაციის დაწყების თარიღი.
შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია 3 ეტაპად ხორციელდება:
პირველ ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში – სკოლაში რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია, რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
მეორე ეტაპზე შესაძლებელი იქნება იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე WWW.EMIS.GE. რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან პირველ ეტაპზე რეგისტრაცია უნდა გაიაროთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ელექტრონულად. ვებ–გვერდებზე www.mes.gov.ge და www.emis.ge.
რაც შეეხება მე-3 ეტაპს: რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, მე-2 ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. მესამე ეტაპზე დარეგისტრირების მსურველები დოკუმენტაციას წარადგენენ უშუალოდ სკოლაში მისვლის დროს.