საცხოვრებელი სახლის სადარბაზოები, სამშენებლო ნარჩენების თავმოყრის ადგილად იქცა .მოსახლეობის უმრავლესობა აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებს და შესაბამის სამსახურებისგან რეაგირებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სადარბაზოებში მხოლოდ სამშენებლო ნარჩენები არაა განთავსებული. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ძველ და გამოუსადეგარ ნივთებს სწორედ სადარბაზოში ინახავს. აღნიშნული პრობლემით ინფო რუსთავს 12 მიკრო-რაიონის #8 კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა დაუკავშირდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ადგილი სადაც ყოველდღიურად უწევთ გადაადგილება მუდმივად მოუწესრიგებელია.
ინფო რუსთავი ზედამხედველობის სამსახურს დაუკავშირდა სადაც განაცხადეს, რომ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შემდგომ სადარბაზოდან აუცილებლად უნდა მოხდეს როგორც სამშენებლო ასევე სხვა სახის ნივთების გატანა და ტერიტორიის დასუფთავება ,წინააღმდეგ შემთხვევაში ფიზიკური პირი 200 ლარით დაჯარიმდება. უწყებაში განმარტავენ, რომ ყველა სამართალდამრღვევი პირი, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე უკნონოდ განათავსებს სამშენებლო, ან სხვა სახის ნარჩენებს კანონმდებლობის შესაბამისად იქნებიან დაჯარიმებულნი.