1 წლის ბავშვი მეორე სართულიდან გადმოვარდა

2018-03-27 16:44:44

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, კორპუსის მეორე სართულიდან 1 წლის ბავშვი გადმოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბათუმელები" ავრცელებს. მათი ცნობით, ადგილზე მისულ სასწრაფოს სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს ბავშვი უკვე საავადმყოფოში გადაყვანილი დახვდა. ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოს ინფორმაციით, გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ამ დროისთვის  მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.