რუსთაველი ახალგაზრდების ტანსაცმლის ხაზი (photo)

2018-03-27 15:29:11

რუსთავში ახალგზარდების ჯგუფმა მინი-სამკერვალო გახსნა. "DAZZ-DAZZ" ახალგაზრდული ბრენდია, რომელიც სპორტულ და ნახევრადსპორტულ ტანსაცმელს ქმნის და კერავს. სამკერვალოში ამ ეტაპზე  5 რუსთაველი მუშაობს, თუმცა ახალგაზრდები მალე მის გაფართოებასა და დამეტებითი კადრების აყვანას აპირებენ.

ქართულ ბრენდს,
"DAZZ-DAZZ", ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა ეწვია და ახალგაზრდების სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებს გაეცნო. შეხვედრის ფარგლებში მერმა მათ  საკუთარი  ხედვა და მოსაზრებებიც გაუზიარა.

"მუნიციპალიტეტის გამოხმაურება მოჰყვა ინიციატივას, რადგან შეიქმნა ახალგაზრდული მინი-სამკერვალო. "დაზ-დაზ" ახალგაზრდულ პროდუქციას აწარმოებს და აქ უმეტესწილად ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის იქმნება სამოსი. ვფიქრობ, მისასალმებელია იმ მიმართულების განვითარება, რომელსაც აწარმოებენ და რაც მთავარია, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, ნატურალური ქსოვილების გამოყენებას.",-განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

 
"DAZZ-DAZZ-ის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ზუკა ყალიჩავა ამბობს, რომ საამკერვალოს შესაქმნელად რუსთავის შერჩევა სხვა ფაქტორებთან ერთად, მოსახერხებელმა ბიზნესგარემომაც განაპირობა.

"ბიზნესისისთვის რუსთავში კომფორტული გარემოა, ჩვენ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვით და აქ შევქმენით სამკერვალო. ამ ეტაპზე დასაქმებულია 5 ადამიანი და აუცილებლად ვაპირებთ გაფართოებას. ჩვენ  მაქსიმალურად ორიენტირებული ვართ კომფორტზე. ყველა მოდელს თავად ვქმნით და ვკერავთ.", - თქვა ზუკა ყალიჩავამ.

აღსანიშნავია, რომ 
"DAZZ-DAZZ-ის" პირველი მაღაზია თბილისში გაიხსნება, შემდეგ კი იგეგმება ასეთივე მაღაზიის რუსთავში გახსნაც. თუმცა მანამდე ტანსაცმლის მიწოდება რუსთავის მასშტაბით უფასო იქნება.