ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

2026-11-28 15:17:27

ქობულეთში, პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს.

შემთხვევა სოფელ მუხაესტატეში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლამდე კაცი კრიმინალურ პოლიციაში იყო დასაქმებული.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.