2018-03-25 21:38:18
ხანძარი რუსთავში, XVII მიკრო-რაიონში. ცეცხლი საცხოვრებელი სახლის მეცხრე სართულზე გაჩნდა. არსებული ინფორმაციით ხანძარი ბინაში მყოფმა მცირეწლოვანმა ბავშვებმა გააჩინეს. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ბავშვების ბინიდან გამოყვანა დროულად მოხერხდა. ნახეთ ვიდეო.