დაკარგული 12 წლის ბიჭი იპოვეს

2026-11-26 14:00:02

ვაზიანში დაკარგული 12 წლის ბიჭი სამართალდამცავებმა იპოვეს. 

როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში გაუცხადეს, სამართალდამცავებმა არასრუწლოვანი ვარკეთილის ხიდებთან იპოვეს. 

"ნაპოვნია ბავშვი, უვნებელი. არასრულწლოვანი სამართალდამცავებმა ვარკეთილის ხიდებთან იპოვეს",- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.