2026-11-22 17:55:53
გარდაბანში ბიზნესმენის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაბანში, სოფელ ყარაჯალაში ბიზნესმენის ავტომობილს ცეცხლსასროლი იარაღით ესროლეს.
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე 1 პირია დაკავებული, მეორეს დასაკავებლად გრძელდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე 19-109, 236-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.