2026-11-21 17:08:43
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ქუთაისში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ქალაქ ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის #50-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ აბონენტთან გეგმიური შემოწმება განხორციელდა ოქტომბრის თვეში, რომლის შედეგად, ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო.
დანარჩენი დეტალები დადგინდება გამოძიების ფარგლებში.
აბონენტებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ!
გთხოვთ, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიოთ ბუნებრივი გაზის დანადგარები და ონკანები, ხშირად გაანიავოთ ოთახი, სადაც ბუნებრივი გაზის მოხმარება ხორციელდება, არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ გაზქურასთან ან ბუნებრივ გაზზე მომუშავე დანადგარებთან.
თუნდაც მცირედი ეჭვის დროს გთხოვთ, დაუყოვნებლივ დარეკოთ კომპანიის ცხელ ხაზზე: 16 114“, – აცხადებს „სოკარ ჯორჯია გაზი“.