რომელ უბანს შეეზღუდება წყალმომარაგება

2018-03-25 11:14:59

კომპანია რუსთავის წყლის პეციალური განცახდება - "26 მარტს, კომპანია რუსთავის წყალი, მე-17 მიკრორაიონში, წყალმომარაგების სტაბილურობისა და გაუმჯობესების მიზნით, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. კომპანია, წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამის,  ახალ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დაამონტაჟებს. რის შედეგადაც, მე-17 მიკრორაიონის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 26 მარტს, დილის 11:00 საათიდან  18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: ქ.რუსთავში მე-17 მიკრორაიონს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით. კომპანია „რუსთავის წყალი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს და შეეცდება ტექნიკური სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს."